ველისციხის სანიაღვრე არხი გაიწმინდასოფელ ველისციხეში #1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალასტისა და მყარი ნარჩენებისგან სანიაღვრე არხი გაიწმინდა. ნალექის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილი და მოსახლეობის ეზოები.
 
გურჯაანს, ქართული ფოლკლორის გასაცნობად, გურჯაანის სამუსიკო სკოლისა და ანსამბლ“გურჯაანის“ მოსწავლეების შესაფასებლად და მასტერკლასის ჩასატარებლად, მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ესტუმრა.

გერმანელმა მუსიკოსებმა დღე, ძველი ქართული მუსიკალური საკრავების ექსპოზიციების დაათვალიერებით დაიწყეს, ასევე მოისმინეს ქართული ფოლკლორი, ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კლასიკური მუსიკის რეპერტუარი, რუსუდან ჩიტაურის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კლასიკური მუსიკის განვითარების ხელშეწყობა, გურჯაანელი მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და შერჩევის საფუძველზე, გერმანიაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეთვის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ასეთი პროექტები იძლევა საშუალებას აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ბავშვები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.