გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები აპრილი 2018 წელი » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანმა ცურვაში კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის ცურვის ოთხივე სახეობაში გაიმართა. შეჯიბრი გურჯაანის სპორტკომპლექსში ჩატარდა, რომელშიც მთელი საქართველოდან 380 -მდე მოცურავემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურჯაანის აუზის სპორტული ჯგუბის ბავშვებმაც. ღია პირველობა სინქრონული ცურვით გაიხსნა.
“ პირველად კახეთში, გურჯაანმა უმასპინძლა ღია პირველობას ცურვაში! მოასპარეზეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ. გურჯაანის სპორტკომპლექსის აუზმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სამომავლო გეგმებსაც ჩაეყარა საფუძველი.
 
5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი - გურჯანელი სპორტსმენების მორიგი წარმატება20-22 აპრილს, საგარეჯოში კიკ-ბოქსინგში მაღალი ლიგის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 6-მა გურჯაანელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გურჯაანელმა კიკბოქსინგელებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრში მონაწილეობას მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილიც იღებდა, მან 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა, ოქროს მედლის და ქამრის მფლობელი გახდა. მისმა სპორტსმენებმა - ლაშა ფრიდონაშვილმა (75 კგ. ), ნიკა სამხარაძემ (50 კგ), ნიკა უტიაშვილმა (30 კგ) და გიორგი ქიტოშვილმა( 25 კგ) წონით კატეგორიებში იასპარაზეს და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო ნიკა ყალაბეგაშვილმა 25 კგ. წონით კატეგირიაში მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 
დღეს, ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, სასკოლო ტურნირის ფარგლებში, ფრენბურთში ვაჟთა შორის ბოლო ზონალური ტურის შეხვედრა გაიმართა. ოთხი ზონალური ტურის შემდეგ ფინალში ითამაშებენ - კაჭრეთის, ბაკურციხის ველისციხის და ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდები.
ფინალური შეხვედრა 3 მაისს ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში გაიმართება.

 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა ოთხმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო. ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. დღეს გამართულ შეხვედრებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსი თამარ ფურცელაძე და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ.
„ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებში აღვძრათ უფრო მეტი მოტივაცია სპორტულ აქტივობებში ჩასართავად. წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. მოხარული ვარ რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს კარგი მომავალი თაობა ეზრდება.“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსმა თამარ ფურცელაძემ.
სასკოლო სპორტული ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
 
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია მოეწყო. გურჯაანის მერიის თანამშრომლებმა ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალის ტერიტორია დაასუფთავეს, რომელშიც მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სიმონ ქოჩორაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმაც მიიღეს.
დასუფავების აქცია, ასევე გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.

 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, პროფესიული სწავლების პროგრამებში ეკონომიკის სექტორული განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ, ასევე იმაზე თუ რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, ერთი მხრივ, დასაქმების და, მეორე მხრივ, პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით. ეკონომიკის განვითარების (სექტორულიგანვითარების) პრიორიტეტებს რამდენად ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების სფეროში და რამდენად პასუხობს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა აღნიშნულ სფეროში იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გასვლითი სხდომები რეგიონებში. კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და კარგი ბაზა შეიქმნას პროფესიული განათლების მისაღებად, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია, უმუშევრობასთან ბრძოლისა და დასაქმების მიმართულებით. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო, აქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს რადგან, მათ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მოიყვანეს ეს ყველაფერი აქამდე და დღეს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეგიონს ჰქონდეს ასეთი არაჩვეულებრივი რესურსი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებამ”, - განაცხადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

 
დღეს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო, მე-12 სერიის პირველი ტური გაიმართა. ინტელექტულურ თამაშში 17 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თამაში 4 ტურად გაიმართება და ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 5 სკოლის გუნდი გადავა. გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად "ბროლის ბუ“ და პრიზები გადაეცემა, ასევე დაჯილდევდებიან მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები, გამოვლინდება სეზონის საუკთესო მოაზროვნე.

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზონალური ტურნირები დაიწყო. დღეს სოფლების - ვაზისუბნის, ჭანდრის და კაჭრეთის საჯარო სკოლებში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. დღევანდელ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, რომელიც 30 აპრილს გაიმართება.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს.
 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო შეიკრიბა. დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საბჭოს შემადგენლობა და განხილული იქნა 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა ასეთია :

 
უკან წინ