შშმ პირთა ოჯახის წევრთა გაძლიერების პროექტი დაიწყო.საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი დაიწყო. ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობის მცირე დარბაზში, შშმ პირებისა და მათი მშობლებისთვის ხუთ დღიანი შეხვედრა-ტრენინგი იმართება, რომელიც პარასკევს დასრულდება.
 
გურჯაანელი სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს პირველობაზე კრივში ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლის მოსწავლეებმა - ოთარ ჩახვაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ხოლო 52 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა თვალმიხელაშვილმა და 57 კგ. წონაში საბა ჭანყოშვილმა მესამი ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
 
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთინებამ 177 დასახელების 649 ახალი წიგნი შეიძინა, რომელიც გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ და მუნიციპალიტეტის 12 სოფლის ბიბლიოთეკაში გადანაწილდება.
საბიბლიოთეკო გაერთიანება მიმდინარე წელს დამატებით კიდევ აპირებს როგორც მხატვრული ისე დარგობრივი ლიტერატურის შეძენას.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის თანამშრომლები „უთვალავი წინდის“ იდეას და კამპანიას #წინდამინდა შეუერთდნენ. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! ☀
 
 
 
 
 
 
მერმა საბავშვო ბაღებში სამზარეულოების მდგომარეობა შეამოწმადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მოულოდნელად მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრა და სამზარეულოებში არსებული მდგომარეობა შეამოწმა. როგორც ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, შაშიანის, ჩუმლაყის, კალაურის #1 და #2 საბვშვო ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, აღნიშნულ ბაღებში სამზარეულოები სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმც არსებობს ხარვეზებიც. ბაღები უზრუნველყოფილია წყლით, მოწესრიგებულია სავენტილაციო სისტემა, იატაკები შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს, დაცულია ჰიგიენური ნორმები. კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს შაშიანის და ჩუმლაყის საბავშვო ბაღების სამზარეულოები. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია.