დღეს, გურჯაანში ორგანიზაცია "ხელი ხელს"-ს საცხოვრებელ სახლში, შშმ პირების მშობლების გაძლიერების პროგრამის პირველის ეტაპის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. გამოიფინა შშმ პირთა მიერ შექმნილი კერამიკული ნაკეთობები. პროგრამა ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით მიმდინარეობდა.