არჩილ ხანდამაშვილი კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის წევრებს შეხვდადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან ეკა ცისკარაშვილთან და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დალი მინდიაშვილთან ერთად სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუმერანგის “ წევრებს შეხვდა. კაჭრეთის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველი-2018 “ წარმატებით მიიღო მონაწილეობა და ფინალურ ტურში გადავიდა, რომელიც 21 მარტს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა. კონკურსში მთელი საქართველოდან 700 სკოლა მონაწილეობდა, ფინალური ეტაპის მონაწილე კი 29 საუკეთესო „მწვანე სკოლა“ გახდა. კაჭრეთის ეკოკლუბ "ბუმერანგს“ ფინალში მონაწილეობისთვის სპეციალური საჩუქრები გადაეცა.
 
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია21 მარტს, თბილისში,21 მარტს, თბილისში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ინიციატივით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ გაიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანი იმ გამოწვევების დაძლევაა, რომელიც შეზუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმების, სოციალიზაციის და ინკლუზიური გარემოს ფორმირების კუთხით არსებობს. კონფერენციაში მონაწილეობა განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ,თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელმა გიგო შიუკაშვილმა მიიღეს.