გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 22.03.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომელებმა. ქალაქ გურჯაანში სანაპიროს და წმინდა ნინოს ქუჩებზე მიმდინარე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გეთიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია შაოშვილმა.
 
 შშმ პირთა ოჯახის წევრთა გაძლიერების პროექტი დაიწყო.საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი დაიწყო. ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობის მცირე დარბაზში, შშმ პირებისა და მათი მშობლებისთვის ხუთ დღიანი შეხვედრა-ტრენინგი იმართება, რომელიც პარასკევს დასრულდება.