მერმა საბავშვო ბაღებში სამზარეულოების მდგომარეობა შეამოწმადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მოულოდნელად მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრა და სამზარეულოებში არსებული მდგომარეობა შეამოწმა. როგორც ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, შაშიანის, ჩუმლაყის, კალაურის #1 და #2 საბვშვო ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, აღნიშნულ ბაღებში სამზარეულოები სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმც არსებობს ხარვეზებიც. ბაღები უზრუნველყოფილია წყლით, მოწესრიგებულია სავენტილაციო სისტემა, იატაკები შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს, დაცულია ჰიგიენური ნორმები. კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს შაშიანის და ჩუმლაყის საბავშვო ბაღების სამზარეულოები. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია.
 
რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის თანახმად შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300-მ -ზე ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო რკინიგზის ლიანდაგიდან 200 მ-მდე დაშორებით პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.

აღნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი მე-10 თავის 106 -ე მუხლით, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა გაფრთხილებას და დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდანობამდე.

გთხოვთ, გამოიჩინოთ ყურადღება და დაიცვათ წესები!