დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს - შაშიანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, კალაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა საჭირო ინვენტარი გადასცა. საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგიდები და სკამები გადაეცათ, რომელიც სტანდარტების შესაბამისად ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შერჩეული. ასევე, ყველა ჯგუფს გადაეცა გამყოფი თაროები. საბავშვო ბაღებს საჩუქრები სამხარეო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა ათუაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან, მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხემძღვანელ ლელა თევდორაშვილთან ერთად გადასცა. |