გურჯაანის საცურაო აუზი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. ფუნქციონირებს როგორც დიდი ასევე პატარა აუზი, რომელიც 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს მოემსახურება. 1 თვიანი სააბონენტო გადასახადი (8 ვიზიტი) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 40 ლარს შეადგენს, ხოლო 16 წლიდან ზევით 60 ლარია. სპორტკომპლექსის საცუარო აუზი მსურველებს სთავაზობს ულიმიტო მომსახურებას, რომლის ღირებულება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 100 და 150 ლარია. სპორტკომპლექსში ასევე, მოქმედებს სპორტული ჯგუფიც .

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელებმა, ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, მერიის თანამშრომლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მარიამ დოლიძემ და გიორგი გობრონიძემ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს უვიზო მიმოსვლის წესებზე, ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.