გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში მომღერალ ზურა კობეშავიძის 70 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. შესრულდა სიმღერები მისი ძველი და ახალი რეპერტუარიდან.
მომღერლი კონცერტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.
 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები წარუდგინა.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური უფროსი - მაია ჯაფარაშვილი;

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი - ლევან
წინაწალაშვილი;

 შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი - მაგდა მაჭავარიანი;

 შიდა აუდიტის სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი - ალექსანდრე შავგულიძე;

 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი - სოფიო ქუმსიაშვილ;

 ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი - ნინო ნინოშვილი;

 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსი - თამარ ფურცელაძე;

 ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი - რამაზ ქიტიაშვილი ;

 იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი - თეონა ელიზბარაშვილი.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2018 წლის 27 მარტი
ქ. გურჯაანი

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში(გამოქვეყნების წყარო www.matsne.gov.ge, 12.02.2018,010250050.35.166.016382) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2018 წლის 27 მარტი
ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N68 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №68 დადგნილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260040.35.166.016365) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოები“:
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2018 წლის 27 მარტი
ქ. გურჯაანი

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 27/12/201 010250040.35.166.016351) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
 
კახეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიების გატარება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონში 1300 ცალი სპეციალური დამჭერი ხაფანგი დამონტაჟდება. მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ფერმერ მიხეილ გოგიაშვილის ატმის ბაღში, მონიტორინგის სისტემების განთავსების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრნენ. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება, რასაც ხელს შეუწყობს მონიტორინგი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა - “კახეთის რეგიონში მონიტორნგი გასულ წელასაც ჩატარდა. მავნებლის გავრცელებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. დაკვირვება გაგრძელდება წელსაც. სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.“
 
დღეს, გურჯაანში ორგანიზაცია "ხელი ხელს"-ს საცხოვრებელ სახლში, შშმ პირების მშობლების გაძლიერების პროგრამის პირველის ეტაპის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. გამოიფინა შშმ პირთა მიერ შექმნილი კერამიკული ნაკეთობები. პროგრამა ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით მიმდინარეობდა.
 
 არჩილ ხანდამაშვილი კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის წევრებს შეხვდადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან ეკა ცისკარაშვილთან და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დალი მინდიაშვილთან ერთად სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუმერანგის “ წევრებს შეხვდა. კაჭრეთის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველი-2018 “ წარმატებით მიიღო მონაწილეობა და ფინალურ ტურში გადავიდა, რომელიც 21 მარტს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა. კონკურსში მთელი საქართველოდან 700 სკოლა მონაწილეობდა, ფინალური ეტაპის მონაწილე კი 29 საუკეთესო „მწვანე სკოლა“ გახდა. კაჭრეთის ეკოკლუბ "ბუმერანგს“ ფინალში მონაწილეობისთვის სპეციალური საჩუქრები გადაეცა.
 
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია21 მარტს, თბილისში,21 მარტს, თბილისში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ინიციატივით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ გაიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანი იმ გამოწვევების დაძლევაა, რომელიც შეზუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმების, სოციალიზაციის და ინკლუზიური გარემოს ფორმირების კუთხით არსებობს. კონფერენციაში მონაწილეობა განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ,თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელმა გიგო შიუკაშვილმა მიიღეს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომელებმა. ქალაქ გურჯაანში სანაპიროს და წმინდა ნინოს ქუჩებზე მიმდინარე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გეთიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია შაოშვილმა.
 
უკან წინ