გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2017 წლის 20 ნოემბერი
ქ. გურჯაანი,

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი
პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27
დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“
(გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 25/07/2014, 010260020.35.166.016155).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
შესაბამისად, განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია)
სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და
მუშაობის ორგანიზაციას.