გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 14.02.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
ხვალ, 15 თებერვალს ქ.გურჯაანში სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარათონი გაიმართება. ღონისძიება სტარტს 9 აპრილის ქუჩის დასაწყისიდან 15:00 საათზე აიღებს და სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. მარათონში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია, რომელთა რეგისტარციაც ადგილზე 14:00 საათიდან დაიწყება. გამარჯვებულები დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდებიან.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს ჩაუტარდა რეაბლიტაცია. სრულად აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა სოფელ ვაზისუბანში მდებარე წმ.გიორგის სახელობის ბაზილიკას (სამკარიანი) VI სს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გამგეობის შუამდგომლობით, 2 წლის წინ მიენიჭა. ასევე, სრულად რეაბილიტირდა სოფელ კარდენახში მდებარე წმ ნიკოლოზის სახელობის (VI სს) და სოფელ კალაურში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები (IX სს) . ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გასულ წელს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარდენახში მდებარე საბა წმინდის ეკლესიას (XIII-XV სს )და ვაზისუბანის სანაგირის მონასტერს (X-XI სს).