მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
 
სოფელ ველისციხის კულტურის ცენტრში, გასართობი შოუ-კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლებმა. შესრულდა თანამედროვე ქართული და უცხოური მუსიკალური ნომრები.