გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 15.01.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ ეკლესიას მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის 9 იანვრის ბრძანებით ძეგლის სტატუსი სოფელ ჭერემში მდებარე მამა-დავითის(VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები) ეკლესიებს მიენიჭათ.