ხანძარსაშიშ სეზონზე თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის უსაფრთხოდ აღების, გადამუშავების და შენახვის ღონისძიებებიხანძარსაშიშ სეზონზე თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის უსაფრთხოდ აღების, გადამუშავების და შენახვის ღონისძიებები :
1) მოსავლის აღებამდე მასში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიაროს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი სოფლების ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობებში ან კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში.
2) ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მათი წარმატებით ჩაქრობისათვის პირობების შესაქმნელად დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ა) მარცვლეულის აღება უნდა დაიწყოს თავთავიანი კულტურების მინდვრების არაუმეტეს 50 ჰა ფართობის ნაკვეთებად დანაწილებით და მათ შორის არანაკლებ 8 მ. სიგანის ლესურების მოწყობით. ლესურებიდან მოთიბული თავთავიანი კულტურები დაუყოვნებლივ უნდა ოყოს აღებული, ლესურებს შორის მოწყობილი უნდა იყოს არაბნაკლებ 4 მ.სიგანის ხნული.
ბ) 25 ჰა-ზე მეტი ფართობის პურის მასივებიდან მოსავლის აღებისას მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს ტრაქტორი და გუთანი ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წვის ზონის შემოხვნისათვის.
 
აუქციონის დაწყება - დამთავრება 03.07.2017წ. 12:00 - 17.07.2017წ. 15:00


1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართები:

ა) ქ. გურჯაანში, კოსტავას ქ.N26-ში მდებარე, კომისარიატის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული - 62,2კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდია - 51.01.57.013. წლიური საიჯარო ქირა - 960 (ცხრა ას სამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 48 (ორმოცდა რვა) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 288 (ორას ოთხმოცდა რვა) ლარი. საიჯარო ვადა - ერთი წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, არის სუფთა მდგომარეობაში.