აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მატარებლების პირუტყვთან შეჯახების ფაქტები, რაც გამოწვეულია ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვების წესების დარღვევით.
რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის თანახმად შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300 მეტრზე ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო 2000 მეტრამდე დაშორებით რკინიგზის ლიანდაგიდან პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.
არნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის მე-10 თავის 106-ე მუხლით
 
მიმდინარე წლის 25(14:00 სთ) , 27(14 სთ) და 28(14 სთ) აპრილს, გურჯაანში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის, USAID-ის, და ICMA-ის ორგანიზებით, მყარი ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვა მოეწყობა. პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და აჭარაში ხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩნების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში.
25 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა საჯარო სექტორთან
27 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
28 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995322434522 /23 /24
 
საუკუნის მკვლელობა შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი", ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 21 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში წარმოგიდგენთ სპექტაკლს და გამოფენას "საუკუნის მკვლელობა".
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება.
დასაწყისი 17:00 სთ.
დასწრება თავისუფალია!
 
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლისმე-4 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მდინარე „ფაფრის ხევის“ და მდინარე „ბაკურციხის ხევის“ მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის ჭარბი აკუმულაციის უბნების გაწმენდით სამუშაოების განხორციელებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად.