ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩატარდა გურჯაანში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმართველობებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის, თემაზე „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში“, ტრენინგი გაიმართა.
პროექტის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტებში და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიით და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას.
ტრენინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა.
ტრენინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამეგებლი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.