აგრობიზნესში ჩართული ფერმერებისთვის შეხვედრა მოეწყო 14 თებერვალს გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით შეხვედრა მოეწყო, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი დაესწრნენ. შეხვედრაზე პესტიციდების ხარისხზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.