შშმ პირებს ეტლები გადასცეს დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში გამგებელმა გია გერგიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 ბენეფიციარს ეტლები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ეგიდით ყოველ წელს ტარდება.
 
გურჯაანში დასუფთავების აქცია ჩატარდა დღეს ქალაქ გურჯაანში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა.
დასუფთავების აქციები რეგულარულად ტარდება როგორც ქალაქ გურჯაანში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.