გურჯაანი-ზიარის გზაზე მოძრაობა დასაშვებია მაღალი გამავლობისა და მოცურების სააწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე ავტომობილებისთვის
 
 შშმ პირებს ეტლები გადასცეს დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში გამგებელმა გია გერგიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 ბენეფიციარს ეტლები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ეგიდით ყოველ წელს ტარდება.
 
გურჯაანში დასუფთავების აქცია ჩატარდა დღეს ქალაქ გურჯაანში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა.
დასუფთავების აქციები რეგულარულად ტარდება როგორც ქალაქ გურჯაანში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
 
ბიზნესფორუმი ფერმერებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზში, პროექტის "MOLI კახეთის" მხარდაჭერით, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ბიზნესფორუმი გაიმართა. პროექტი შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელის მიზანია მეცხოველეობის სექტორის განვითარება. აღნიშნული ფორუმი ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებსა და თვითმმართველობას შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობას ემსახურება. შესაბამისად, ფორუმზე დამსწრეებმა მესაქონლეობის სექტორში არსებულ პრობლემებზე, მისი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბიზნესფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.