World Vision-ის წარმომადგენლებმა გურჯაანის თვითმმართველობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ინიციატივითა და დახმარებით, კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში უნდა შემუშავდეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. ამ სამ მუნიციპალიტეტს შორის არის გურჯაანი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეხვდრა გამართეს გურჯაანის მუნიციპლიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე დასრულდება ამ დოკუმენტის შემუშავება და დაიწყება მასში გაწერილი პრიორიტეტებისა და ამოცანების პრაქტიკული განხორციელება.