ერთად გადავწეროთ ვეფხისტყაოსანიგურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი იქმნება. ყველა მსურველს შეუძლია ნაწარმოებიდან ერთი სტროფი გადაწეროს ფურცელზე.
‪#‎ერთად‬ ‪#‎გადავწეროთ‬ ‪#‎ვეფხისტყაოსანი‬
 
გურჯაანში კრივში საერთაშორისო-სარეიტინგო ორთაბრძოლა ჩატარდა 9 ივლისს, გურჯაანის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაციის ორგანიზებით მძიმე წონაში საერთაშორისო-სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა.
ჩატარდა 5 სარეიტინგო და ერთი საჩემპიონო ორთაბრძოლა.
საჩემპიონო ორთაბრძოლაში 76 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება კოლაგელმა სპორტსმენმა ზურაბ მექერიშვილმა მოიპოვა.
გამარჯვებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საქართველოს პროფესიონალ მოკრივეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ყველა დროის საუკეთესო მოკრივემ, მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა დააჯილდოეს.