ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში, ეკატერინე გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ახალი ასფალტი დაიგება 744 მეტრი სიგრძის გზაზე, მოეწყობა 230 მეტრი სიგრძის ბეტონის სანიაღვრე არხი, ცხაურები და ბორდიური.
სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დასრულდება.
პროექტის ღირებულება 275588 ლარია.