გურჯაანის მუნიციპალიტეტი ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაეხმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, წლის დასაწყისში ბიუჯეტში აისახა 40000 ლარი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტუდენტების ფინანსური დახმარებისთვის უნდა დაიხარჯოს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისიამ შეიმუშავა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განხორციელდება სტუდენტების ფინანსური დახმარება.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებს ის სტუდენტი, რომელიც ერთდროულად იქნება სოციალურად დაუცველი და ობოლი.