გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება, შეუფერხებლად მიმდინარეობს. გზები გაიწმინდა სპეც. ტექნიკით და პრობლემურ უბნებზე იყრება ტექნიკური მარილი. მუნიციპალიტეტის სოფლებში გამავალ შიდა გზებზე, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს დილიდან ინტენსიურად იწმინდება ქალაქ გურჯაანში გამავალი ტროტუარები. იყრება ტექნიკური მარილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს, რომ უხვმა თოვლმა მოსახლეობისთვის ნაკლები პრობლემები შექმნას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება არ არის შეფეხებული. ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე საავადმყოფომდე და საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება.
საჯარო ინფორმაციაზე გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: ვახტანგ კირვალიძე - იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ტელ: 577 15 71 58
ელ-ფოსტა: kirvalidze.vaxo@mail.ru
მის: ქ.გურჯაანი, ნონეშვილის 13.