გამგებლის მოადგილე ფოკასების ოჯახს ესტუმრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი სოფელ ველისციხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ფოკასების ოჯახს ესტუმრა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
გამგებლის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ფოკასების ოჯახს დახმარების მზადყოფნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მზადყოფნას გამოთქვამს, ოჯახის სურვილით შერჩეული ახალი ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად დაფაროს 100-120 ლარის ფარგლებში.
შეგახსენებთ, 28 დეკემბერს ტელეკომპანია "გურჯაანის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად ფოკასებს ესტუმრა, ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და დახმარება აღუთქვა.