გენშტაბის უფროსი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ნატროშვილის ოჯახს ესტუმრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე ნატროშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
ალექსანდრე ნატროშვილის საფლავზე შესრულდა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. სტუმრებმა გმირის მშობლებს მხნეობა უსურვეს და მადლობა გადაუხადეს იმ თავდადებისთვის რაც ალექსანდრემ საქართველოს ერთიანობისთვის გამოიჩინა.