რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 21 ნოემბერს გურჯაანში, რეზო მინდორაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ორგანიზატორი და ინიციატორი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები თორმეტ წონით კატეგორიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალეკო ყვირალაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.