ფრენბურთის ფინალი ვაჟებშიგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით, ქ. გურჯაანის #4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში გაიმართა სკოლების საშემოდგომო სპარტაკიადის ფინალური თამაში ფრენბურთში ვაჟებს შორის. გამარჯვება მოიპოვა ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა სოფელ გურჯაანის გუნდი. მესამე ადგილი წილად ხვდა სოფ. ველისციხის საჯარო სკოლის გუნდს.