გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ახალგაზრდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ. შეგახსნებთ: აღნიშნული თარიღი დაწესდა ლონდონის ახალგაზრდობის მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1945 წლის 29 /10 – 10/11 -ში. კონფერენცია მოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ახალგაზრდობის მსოფლიო საბჭოს ინიციატივით. |