გურჯანის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სოფელ კალაურში 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაცემული მებრძოლის ალექსი ნატროშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი და მედლები გადაეცა.
ტურნირში 6 სოფლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვება სოფელ ვაჩნაძიანის გუნდმა მოიპოვა.