გურჯაანის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში გაიმართა ღონისძიება "400 წელი ფერეიდანში". ღონისძიებაში აღნიშნული ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ირანის პროვინცია ფერეიდანში ქართველების ყოფა-ცხოვრებისა და მათი გადასახლების ისტორიის შესახებ.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტები დაესწრნენ