1 წლის განმავალობაში გაწეული სამუშაოების ანგარიში 31 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საზოგადოების წარმომადგენელებს გაწეული სამუშაოების წლიური ანგარიში წარუდგინეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა პროექტების შესახებ.
 
400 წელი ფერეიდანშიგურჯაანის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში გაიმართა ღონისძიება "400 წელი ფერეიდანში". ღონისძიებაში აღნიშნული ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ირანის პროვინცია ფერეიდანში ქართველების ყოფა-ცხოვრებისა და მათი გადასახლების ისტორიის შესახებ.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტები დაესწრნენ.