ქ. გურჯაანში #2 და #3 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ. #2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213177 ლარი დაიხარჯა, ხოლო #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის _ 199990 ლარი. #3 საბავშვო ბაღი რეგიონებში განსახორილებელი პროექტების ფარგლებში დაფინანსდა. ორივე ბაღის ინფრასტრუტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. |