ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

1. ქ. გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე 93,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.60.416. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _
1395 (ერთი ათას სამას ოთხმოცდა თხუთმეტი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 419 (ოთხას
ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 84 (ოთხმოცდა ოთხი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის ცენტრალურ ნაწილში. ფართი თავისუფალია.
 
ახალი გზა ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმამდესოფელ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ახალი ასფალტი დაიგება თბილისი-თელავის ცენტრალური მაგისტრალიდან სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ 572 მეტრი სიგრძის გზაზე.
სამუშაოებს შ.პ.ს "გზამშენი 2005" აწარმოებს.