ტრენინგი მიგრაციისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე
30 ივლისს გურჯაანის იუსტიციის სახლში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო მიგრაციის და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. მომხსენებლები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.