გურჯაანში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღონისძიება მოეწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჯარისკაცებსა და ადგილობრივ სპორტსმენებს შორის შეჯიბრებები ჩატარდა ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში. ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი „გურჯაანი“ და ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრენენ. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული მონაწილეები სპეციალური სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.