ახაშენში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარი ჩაერთოდღეს დილიდან სოფელ ახაშენში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობში თელავის მე - 20 კადრირებული ბრიგადის 100 ჯარისკაცი ოღებს მონაწილეობას. ისინი მოსახლეობას საკუთარი ეზოების გაწმენდაში ეხმარებიან, ასევე ქვა-ღორღისაგან ასუფთავებენ შიდა საუბნო გზებს და სანიაღვრე არხებს.
გაწმენდით სამუშაობში ჯარისკაცები ორი დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილებას. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარისკაცების ჩართვა კახეთის მხარის გუბერნატორის ინიციატივით მოხდა.