სტიქია ახაშენში გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ახაშენი დააზარალა. ჭარბი ნალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და ქვა-ღორღისგან ჩაიკეტა სოფელში გამავალი რკინიგზა.