გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამიმ“ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ჰედერ როჯერსის წიგნის „ხვალამდე გაქრება-ს“(ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია) პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა აღნიშნულ თემებზე დაესვათ შეკითხვები. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით ისინი შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავენ.