სოფელ კოლაგში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობსსოფელ კოლაგში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანობაში ასფალტი იგება 2460 მეტრზე. პროექტის მიხედვით უნდა მოპირკეთდეს, სოფლის სასაფლაოსთან, ეკლესიასთან, ამბულატორიასთან, ადმინისტრაციულ შენობასთან და სკოლასთან მისასვლელი გზები. ახლიდან კეთდება სანიაღვრე არხები, კოლექტორები და რკინის ცხაურები. ამ დროისათვის უკვე დაგებულია 900 მეტრი გზა. სამუშაოებს ს.ს „კავკაზავტომაგისტრალი“ აწარმოებს.
სამუშაოებისთვის 563041 ლარი დაიხარჯება