26 მაისს გურჯაანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს, გურჯაანში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება. კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე მოეწყობა სამუზეუმო ექსპონატების, მხატვრული ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების და ფოტო ნამუშევრების - „ძველი გურჯაანი“ გამოფენა. 26 მაიის, საკუთარ პროდუქციას გურჯაანში მოქმედი საწარმოებიც წარმოადგენენ. ასევე მოეწყობა შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. გამოფენების პარალელურად გაიმართება კონცერტი და სპორტული შეჯიბრებები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 14 საათზე, გურჯაანის შესახებ, დოკუმენტური ფილმის „არის ასეთი ქვეყანა“ პრეზენტაციით დასრულდება. ფილმის ჩვენება გურჯაანის თოჯინების თეატრში გაიმართება.
 
ალექსანდრე ყვირალაშვილი წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულ გიორგი ბეროშვილს შეხვდადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი წოლჭიმის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ გიორგი ბეროშვილს შეხვდა. ალექსანდრე ყვირალაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს უკრაინაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ველისციხელი ძალოსანი, გიორგი ბეროშვილი 14-17 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატზე, პროფესიულ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. მან ყველაზე მეტი წონა, 297,5 კგ ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გიორგი ბეროშვილმა წოლჭიმში ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.