ველისციხის სახალხო თეატრი 130 წლის იუბილეს აღნიშნავსველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ველისციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
დღეს, 22 მაისს, 18 საათზე, ველისციხის კულტურის ცენტრის დარბაზში, „იუმორინას“ მსახიობების და მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
23 მაისს, 18 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური დასი სპექტაკლს „თავისუფალი პეპელა“ (რეჟისორი ანი ხიდაშელი, სადადგმო ხელმძღვანელი ლევან წულაძე) გამართავს.
24 მაისს, 16 საათზე თეატრის საიუბილეო საღამო გაიმართება.
დახურვის ღონისძიებას კულტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ხელოვნების მოღვაწეები დაესწრებიან.
ველისციხის თეატრის საიუბილეო დღეების ორგანიზიტორი ააიპ „ველისციხის თეატრია.“
 
„ჯაყო“ გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე.გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრალურმა დასმა, წარმოდგება გამართა. სპექტაკლი „ჯაყო“ რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით დადგა. წარმოდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლ;ებიც დაესწრნენ.