გურჯაანის საკალათბურთო გუნდი კახეთის თასის მფლობელი გახდაგურჯაანის 1998-1997 წლიანთა საკალათბურთო გუნდი კახეთის პირველობის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში გურჯაანელებმა 62 : 59 თელაველები დაამარცხეს. რეგიონულ ტურნირში, რომელიც სექტემბერში დაიწყო, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ გურჯაანელებმა რეგიონის თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.
 
გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  „შიდა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს 16 მაისს, გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, „ შიდა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანში იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებმა სოფელში არსებული კულტურული ძეგლები მოინახულეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

„შიდა გაცვლით პროგრამას“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების გაცნობა, მოსწავლეების დაახლოება და აზრთა გაცვლაა, გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ახორციელებს.