კოლაგში სოფლის ცენტრალურ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდებარამდენიმე დღეში, სოფელ კოლაგში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან, 563 041 ლარით დაფინანსდება. გზის რეაბილიტაციას შპს „კავკასავტომაგისტრალი “ განახორციელებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, აგვისტოში დასრულდება.

გზა, სადაც სკოლა, ეკლესია და სასაფალო მდებარეობს და რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობს, 20 წელზე მეტია ამორტიზებულია და უამინდობის დროს , მოსახლეობას, გადაადგილება უჭირს.