ბაკურციხეში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ ბაკურციხეში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში , 310 მეტრის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხი. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 87 000 ლარი დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა, შპს „გზამშენი 2005“ -მა შეასრულა.