ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენიმე უბანში დასრულდა მოიხრეშვის სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენედერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 2005 “ ასრულებს.
პროექტი „რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება, რისთვისაც 269 900 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ხელშეკრულების თანხმად ივნისში დასრულდება.
 
სოფელ კოლაგში ,,წმინდა მარიამის“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში „წმინდა მარიამის“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განვითარებულ შუა საუკუნეებს ( XII-XIII ) სს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და სხვადასხვა ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებითა ნაშენი.
ამჟამად, ეკლესიი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ქართული აგურით მოპირკეთდება იატაკის ზედაპირი. სარეაბილიტაცია სამუშაოებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.