გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სოციალური დახმარების პროგრამას დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაფინანსება დაემატაგურჯაანის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სოციალური დახმარების პროგრამას დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაფინანსება დაემატა. საკრებულოს სოციალურ საკთხთა კომისიის თავმჯდომარის ნათია გიორგაძის განცახდებით - “დიაბეტით დაავადებულ ყველა ბავშვზე ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 25-50 ლარამდე თანხა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის საზომი გლუკომეტრის ჩხირების საყიდლადაა გათვალისწინებული. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ასეთი დაახლოებით 12 ბავშვია.”
შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამით 14 სახის დახმარება იყო გათვალისწინებული, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მლნ 192 ათასი ლარია გამოყოფილი.