გამგებელი ქალაქ გურჯაანის მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღ  "ბზიკებში" გამართულ ღონისძიებას დაესწროდღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი მე-4 საბავშვო ბაგა - ბაღ „ბზიკებში“ გამართულ ღონისძიებას, „პროფესიები“ დაესწრნენ. აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრებით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები განასახიერეს. პატარების მუსიკალურ წარმოდგენას ექიმები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბანკირები, ბიზნესმენები და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამგებელმა აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.
 
გურჯაანის "ალაზანმა" რუსთავის "მეტალურგი 2" 2:0 დაამარცხაგურჯაანის საფეხბურთო გუნდი „ალაზანი“ რუსთავის მეტალურგთან 2:0 მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. „ალაზანი“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ცხრილის სათავეში მდგომ „ცხინვალს“. ქალაქ რუსთავში გამართულ დაძაბულ თამაშში ალაზნელებმა მნიშვენელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და პირველ ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა გუნდს. მორიგ მატჩს გურჯაანის „ალაზანი“ სახლში პრინციპულ მეტოქეს, „ცხინვალს“უმასპინძლებს.