მასშტაბურ პროექტს-"მსოფლიო რბენას" გამგეობის თანამშრომლებიც შეუერთდნენ3 მაისს, კახეთში გამართულ „მსოფლიო რბენაში “, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მასშტაბური პროექტი, „ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად“ , 5 კონტინეტზე, 33 ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება „Wings for Life“ -ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.